ნიკოლოზ სამხარაძე მალდივის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში ვიზიტით მყოფ მალდივის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრ აჰმედ ხალილს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველო-მალდივებს შორის არსებული ურთიერთობები და ტურიზმის, ეკონომიკის და ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს, ხაზი გაესვა საკანონმდებლო დონეზე ურთიერთობების განმტკიცების საკითხს.

უწყების ცნობით, ნიკოლოზ სამხარაძემ სტუმრებს ქვეყანაში განხორციელებული საგადასახადო რეფორმის, იუსტიციის სახლის კონცეფციისა და სახელმწიფო სერვისების წვდომაზე ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვაზე ინფორმაცია მიაწოდა და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარება შესთავაზა.

„საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებაზე და რუსეთის მიერ ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.

მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, რუსეთის მხრიდან უკრაინაში მიმდინარე აგრესია და მისი გავლენა გლობალურ უსაფრთხოებაზე.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გელა სამხარაული და მალდივის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ( რეზიდენციით ნიუ დელი), არჩილ ძულიაშვილი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო