ბექა ოდიშარიამ უკრაინაში საქართველოს ელჩს მადლობის სიგელი გადასცა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უკრაინაში და საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს სუამში გიორგი ზაქარაშვილს საპატიო მადლობის სიგელი გადასცა.

როგორც დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, გიორგი ზაქარაშვილს საბრძოლო მოქმედებების ჟამს, მთლიანად დიპლომატიურ მისიასთან ერთად, არასდროს დაუტოვებია უკრაინა.

„ის საქართველოს სახელით ემსახურებოდა ქართულ დიასპორას ბრძოლის ველზე, - საქართველოს პარლამენტის და კომიტეტის სახელით, ჩვენ მას საპატიო მადლობის სიგელით ვაჯილდოებთ,“ - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

გიორგი ზაქარაშვილმა კომიტეტის წევრებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის პირველივე დღეებიდან უკრაინაში საქართველოს საელჩოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო. ელჩმა თავის მხრივ, უკრაინაში საქართველოს საელჩოს თანამშრომლებს მადლობა გადაუხდა.

„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ფასდება საქართველოს საელჩოს მუშაობა ამ რთულ პერიოდში. მადლობა, რომელიც ითქვა კომიტეტზე, ეკუთვნის თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც არიან კიევში საქართველოს საელჩოში, რომლებიც არიან საქართველოს გენერალურ საკონსულოში ოდესაში, რომელთაც არცერთი დღით არ შეუწყვეტიათ მუშაობა რუსეთის აგრესიის პირველივე დღიდან. იმედს ვიტოვებ, რომ ერთობლივი ძალისხმევით და კონსულტაციებით გაგრძელდება ურყევი პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ“, - განაცხადა გიორგი ზაქარაშვილმა.

უკრაინისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა და საქართველოს ელჩს უკრაინაში მადლობა გადაუხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.

„გამოვდივართ ერთიანი პოზიციით გამოვდივართ ყველა საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეაზე. ჩვენი ძალიან დიდი სურვილია, რომ როგორც მეგობრობის ჯგუფი, ისე უკრაინის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ჩამოვიყვანოთ თბილისში. ეს ადამიანები დადებითად არიან განწყობილი საქართველოს მიმართ. იციან და აფასებენ საქართველოს წვლილს და ასევე ძალიან მადლობელი არიან, რომ საქართველოს საელჩო ერთი დღითაც არ დახურულა კიევში და ამას ყველა ჩვენი უკრაინელი პარტნიორი ძალიან აფასებს“,- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს