პროფკავშირების გაერთიანება - მთავრობამ, პროფკავშირებმა და დამსაქმებლებმა სამმხრივი კომისიის სხდომაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს

პროფკავშირებისთვის სასურველი დღის წესრიგის მიხედვით წარიმართა სამმხრივი კომისიის სხდომა, რომელზეც ჯანდაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, იუსტიციის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების, პროფკავშირების, დამსაქმებელთა და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებმა ქვეყნისთვის აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს, - ამის შესახებ ნათქვამია პროფკავშირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათი ცნობით, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც დღის წესრიგის მიხედვით განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რომელსაც პროფკავშირები წლებია აყენებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სხდომას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი გაუძღვა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს.

მათივე ინფორმაციით, სამმხრივ კომისიაში მონაწილე სამივე მხარე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) შრომის ინსპექციის შესახებ N81 კონვენციის რატიფიცირებაზე შეთანხმდა. აღნიშნული კონვენციის რატიფიცირებით, საქართველოს პროფკავშირებისთვის პრიორიტეტული საკითხის, შრომის ინსპექცის ინსტიტუციონალურ დონეზე სრულყოფა მოხდა. საზოგადოებას ახსოვს, რომ ამ ინსტიტუტის აღდგენა სოციალურ პარტნიორებთან ერთად სწორედ პროფკავშირმა მოახდინა. კომისიის სხდომაზე ასევე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ძალადობისა და შევიწროების შესახებ 190-ე კონვენციას ეხება. დამსაქმებლებმა რატიფიცირებისთვის დამატებითი კონსულტაციები ითხოვეს.

„დიდი იმედი მაქვს დამსაქმებლის გონივრულობის ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან ძალადობა და შევიწროება საქართველოში აქტუალური საკითხია, მითუმეტეს, შრომით და გენდერულ ნაწილში. დამსაქმებლებსაც შესტკივათ გული ამასთან დაკავშირებით, ამიტომ, ვფიქრობ, ამ კონვენციის რატიფიცირებაც მალე მოხდება“, - განაცხადა პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა.

პროფკავშირების გაერთიანების ცნობით, სხდომაზე აქტიურად იმსჯელეს და შეთანხმდენენ იძულებითი შრომის შესახებ 29-ე კონვენციის დამატებითი ოქმის რატიფიცირებაზეც.

„საზოგადოებას ახსოვს, ღირსეული მინიმალური ხელფასის დაწესებას პროფკავშირები მრავალი წელია ითხოვს. საკითხზე მსჯელობა რამდენჯერმე მოხდა. ამჯერად, დღის წესრიგში აღნიშნული თემა მთავრობამ წარმოადგინა. დამსაქმებლებმა დამატებითი კონსულტაციები ითხოვეს, თუმცა, მთავრობისა და პროფკავშირების ცალსახა პოზიციით, მინიმალური ხელფასის ადეკვატური ზღვარი შემოღებული უნდა იყოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და ევრო დირექტივების შესაბამისად. პროფკავშირის პოზიციით, ღირსეული მინიმალური ხელფასის დაწესება როგორც მინიმუმ, ქვეყანაში 130,000 ადამიანისთვის საარსებო მინიმუმის ტოლფასი ხელფასით უზრუნველყოფას გულისხმობს.

სამმხრივი კომისიის სხდომაზე ასევე განიხილეს ორსულობისა და მშობიარობის, ასევე, ბავშვის მოვლის გამო შვებულებების ანაზღაურების საკითხიც. საკუთარი ინიციატივა დეკრეტულ შვებულბასთან დაკავშირებით პროფკავშირებს არაერთხელ წარუდგენია. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება სხვა ფორმით მოხდა, მისასალმებელია დეკრეტული შვებულების ანაზღაურების გაორმაგება, რაც 1000 ლარის ნაცვლად 2000 ლარით განისაზღვრა. შესაძლოა, აღნიშნული გადაწყვეტილება ყველა გამოწვევას ვერ ფარავს, თუმცა, იმ პრობლემების გადასაჭრელად, რაც დემოგრაფიას, ქალთა უფლებებს, დედების უზრუნვეყოფას ეხება, პროფკავშირების მიერ მთავრობასა და სოციალურ პარტნიორებთან ერთად მსჯელობა 2023 წელსაც გაგრძელდება.

პროფკავშირები მიესალმება მთავრობის მიერ მეშახტე-მაღაროელთა საპენსიო უზრუნვეყოფის შესახებ გამოცემულ ბრძანებას, მიუხედავად იმისა, რომ პროფკავშირების მიერ შეტანილი კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაცია ითხოვდა ძალოვანი სტრუქტურების და სხვა საჯარო სამსახურების ნაწილის თანაბრად მსგავსად მომხდარიყო მათი საპენსიო უზრუნველყოფა, როგორც ეს არის განსაზღვრული საქართველოს კანონით „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“

სხდომაზე ასევე განხილულ იქნა სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის მომავალი წლის სამოქმედო გეგმა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ არსებული პრობლემების გადასაჭრელად მუშაობა ინტენსურ რეაჟიმში გაგრძელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო