კელი დეგნანი - ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით თავიდანვე არსებობდა გარკვეული კითხვები დროსა და ბრალდებებთან დაკავშირებით

ბატონი გვარამიას საქმესთან დაკავშირებით თავიდანვე არსებობდა გარკვეული კითხვები დროსა და ბრალდებებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება მთავარი დამოუკიდებელი მედია საშუალების ხელმძღვანელს, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ ნახოს და დარწმუნდეს, რომ აღნიშნული საკითხი მიუკერძოებლად და გამჭვირვალედ მიმდინარეობს.

„ეს იყო ჩვენი კომენტარი დასაწყისიდანვე, მათ შორის როდესაც განაჩენი, არაპროპორციულად მკაცრი განაჩენი, იქნა გამოტანილი ასეთი ბრალდებებისთვისაც კი. ამიტომ, მგონია რომ ასეთი კითხვები გრძელდება და რჩება ასეთ ძალიან პოლარიზებულ გარემოში, სადაც მედიის სივრცეს ავიწროებენ.

კიდევ ერთხელ, საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შერჩევითი დევნისა და პოლიტიკური ნიშნით დევნის ნებისმიერი კითხვები გაქრეს და დარწმუნებული იყოს, რომ ჟურნალისტებს არ ეშინიათ საკუთარი საქმის კეთება. უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანია მტკიცე მედია გარემოს არსებობა, მათ შორის საქართველოშიც“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო