პარიზის პოლიციამ საპროტესტო აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

პარიზში, სროლის ადგილზე, რომელსაც სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ქურთ აქტივისტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. ამის შესახებ Le Figaro იუწყება.

სამართალდამცავების წინააღმდეგ სპონტანურ აქციაზე პარიზში რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა.

პოლიციის კორდონის წინ შეკრებილები სამართალდამცავებს არ ემორჩილებოდნენ, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი ჟერალდ დარმანინი ადგილზე საუბრობდა.

დემონსტრანტები სკანდირებდნენ შემდეგ ლოზუნგებს: „ერდოღანი მკვლელია“, „ერდოღანი ტერორისტია“, ასევე თავს დაესხნენ საფრანგეთის პოლიციის წარმომადგენლებს.

შემთხვევის ადგილზე პოლიციასთან ერთად სახანძრო ბრიგადებიც იყო მობილიზებული.

დემონსტრანტებმა სამართალდამცავებს სხვადასხვა საგანი ესროლეს, რის გამოც პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

შეგახსენებთ, სროლა პარიზის ცენტრში, ქურთების კულტურის ცენტრთან მოხდა. თავდაპირველად მედია იტყობინებოდა ორი დაღუპულისა და ოთხი დაჭრილის შესახებ. მოგვიანებით, კიდევ ერთი ადამიანის გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი.

მედიის ინფორმაციით, სროლა ფრანგმა პენსიონერმა განახორციელა, რომელსაც ქსენოფობიური თავდასხმების ისტორია აქვს. ის ციხიდან 11 დღის წინ გამოვიდა.

პოლიციამ გამოძიება მკვლელობის, განზრახ მკვლელობისა და მძიმე თავდასხმის მუხლით დაიწყო.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო