სერგო ჩიხლაძე საცობებზე - პარლამენტიდან თქვენს ტელევიზიამდე ფეხით მოვედი - ასე იქნება, როცა უვიცი, კორუმპირებული მერი გვეყოლება - ბატონო კახი, ამდენი ადამიანი რომ გაგინებთ დღე და ღამე, ხან ლურჯი შლაპა დაიფარეთ, ხან წითელი ქუდი და იარეთ ამაყად

პარლამენტიდან თქვენს ტელევიზიამდე ფეხით მოვედი... ბატონო კახი, ამდენი ადამიანი რომ გაგინებთ დღე და ღამე, ხან ლურჯი შლაპა დაიფარეთ, ხან წითელი ქუდი და იარეთ ამაყად, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ დედაქალაქში დღეს შექმნილი საცობების თაობაზე საუბრისას განაცხადა.

ჩიხლაძე კალაძეს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ქალაქში საცობები იქამდე იქნება, ვიდრე დედაქალაქს კორუმპირებული მერი ეყოლება.

„უვიცი, კორუმპირებული მერი როცა იქნება ქალაქში, ყოველთვის იქნება საცობი, კორუფციაში ჩაფლული ტენდერები და ადამიანის სიცოცხლით თამაში. ბატონო კახი, თქვენ ხართ უვიცი და ამდენი ადამიანი რომ გაგინებთ დღე და ღამე არა მხოლოდ საცობების გამო, ხან ლურჯი შლაპა დაიფარეთ, ხან წითელი ქუდი და იარეთ ამაყად.

ქალაქი რას ჰგავს, ან ტროტუარი რას ჰგავს... ვაკეში რომ მობრძანდებით ხოლმე, ჭავჭავაძის იქით რომ ტროტუარი არ ვარგა, არ იცით? სასიარულო ადგილი რომ არაა, ვერც ბავშვს გაატარებ, ვერც შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანი გაივლის. ეს არის თქვენი პოლიტიკა? მაგრამ რა პოლიტიკაზე უნდა ვისაუბროთ, როდესაც ორ წიგნ წაუკითხავ, კორუფციაში ჩაფლულ ადამიანს ჩააბარებენ ამხელა ქალაქს?!“,- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა