სამხედროების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ „არმიჰოლში“ სამხედრო მოსამსახურეების შვილებს საახალწლო ღონისძიებაზე უმასპინძლა.

უწყების ცნობით, სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობებმა მოზარდებს ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრის მიხედვით დადგმული სპექტაკლი - „თოვლის დედოფალი“ წარუდგინეს.

„სამხედროების შვილების უწყებაში სტუმრობა სხვადასხვა ზღაპრის პერსონაჟებთან და ანიმატორებთან შეხვედრით დაიწყო. საშობაო მიღება სიმფონიურმა კვარტეტმა საახალწლო კომპოზიციებით გააფორმა. მოგვიანებით კი, ბავშვებს თოვლის პაპასთან სურათების გადაღების საშუალება მიეცათ და უწყებისგან საჩუქრები გადაეცათ.

თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, ახმეტელის თეატრი თავდაცვის უწყებასთან მემორანდუმის საფუძველზე რამდენიმე წელია თანამშრომლობს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა