სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი - სააკაშვილთან დაკავშირებით ვაკეთებთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ  შეკითხვებს პასუხი გავცეთ

კლინიკა „ვივამედში“ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი, ვასილ კაკაშვილი მივიდა.

როგორც გამომძიებელმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილისგან ბიოლოგიური ნიმუში უნდა აიღონ, ვინაიდან ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზაა დანიშნული.

კაკაშვილის განმარტებით, ვინაიდან ყოფილმა პრეზიდენტმა სისხლის ნიმუშის აღებაზე უარი განაცხადა და დაცვის მხარე ექსპერტიზის ჩატარებას თმისა და ფრჩხილის ნიმუშით ითხოვდა, უწყება აღნიშნულს დათანხმდა, თუმცა, გამომძიებლის თქმითვე, დაცვამ პოზიცია შეცვალა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური სააკაშვილის პოზიციას დღეს პირადად მისგან მოისმენს.

„როგორც მოგეხსენებათ, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, რომელიც არის დამოუკიდებელი და მაღალკვალიფიციური ექსპერტებით დაკომპლექტებული საექსპერტო დაწესებულება, დანიშნულია ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, რისთვისაც საჭიროა, ბატონი სააკაშვილისგან მოვახდინოთ ბიოლოგიური ნიმუშების აღება.

თავდაპირველად, ჩვენ მათ შევთავაზეთ სისხლის ნიმუშით ექსპერტიზის ჩატარება, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წერილით გვქონდა პასუხი, რომ სისხლის ნიმუში სრულიად საკმარისია ექსპერტიზის ჩასატარებლად, თუმცა, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების პოზიცია იყო, რომ ექსპერტიზა ჩატარებულიყო თმისა და ფრჩხილის ნიმუშებით. ვინაიდან ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ექსპერტიზის ჩატარება, გავითვალისწინეთ მათი მოთხოვნა თმის და ფრჩხილის ნიმუშებით ექსპერტიზის ჩატარებაზე, თუმცა, მათ შეცვალეს მათივე მოთხოვნა. დღეს კიდევ ერთხელ უნდა შევხვდეთ ბატონ მიხეილ სააკაშვილს და უშუალოდ მისგან მოვისმინოთ აღნიშნულზე პოზიცია და თანხმობის შემთხვევაში, ჩავატარებთ შესაბამის მოქმედებებს. ჩვენი მიზანია, საქმეზე ობიექტური, სრულყოფილი, ღია და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარება. ვაკეთებთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ არსებულ ყველა შეკითხვას გავცეთ პასუხი“, - განაცხადა ვასილ კაკაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა