მიხეილ სარჯველაძე - სახალხო დამცველის არჩევის ჩავარდნაზე პასუხისმგებლობა სრულად ოპოზიციას ეკისრება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სახალხო დამცველის არჩევის ჩავარდნაზე პასუხისმგებლობა ოპოზიციას ეკისრება.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ოპოზიციამ არ უერთგულა პირობას, რომ სახალხო დამცველობის შვიდი კანდიდატი ჰყოლოდათ.

„პირველივე დღეებიდან ვამბობდით, რომ ოპოზიციამ ზურგი აქცია ჩვენს შეთავაზებას, 12 პუნქტზე ერთად მუშაობის შესახებ და სახალხო დამცველის არჩევნების ჩავარდნა ზუსტად ამ განწყობის გაგრძელებაა, ლოგიკური ხაზია. 12 პუნქტის შესრულების პროცესს ეს განწყობა რეფრენივით თან ახლდა. არაერთხელ წააწყდებოდით შემთხვევას, როდესაც ოპოზიცია ცდილობდა, ხელი შეეშალა მიმდინარე პროცესისთვის. ასეც მოხდა, მეთორმეტე პუნქტის განხილვისას, მოლაპარაკების პროცესზე თავდაპირველად წარმოდგენილი ულტიმატუმით წარდგნენ, მოლაპარაკებებში კი ულტიმატუმებით არ საუბრობენ. თუ სწორად მახსოვს, 1-ელ სექტემბერს ოპოზიციას შევთავაზეთ, ჰყოლოდათ სახალხო დამცველობის შვიდი კანდიდატი. ეს იმ პირობებში, როდესაც "ქართულ ოცნებას" თავად არცერთი კანდიდატი არ ეყოლებოდა დასახელებული. ოპოზიციამ ამ პირობას არ უერთგულა. სახალხო დამცველის არჩევის ჩავარდნაზე პასუხისმგებლობა სრულად ოპოზიციას ეკისრება", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა