„ოფროუდერი“ მაო გოშაძე „თეგეტას“ კამპანიას შეუერთდა

„ოფროუდერი“ მაო გოშაძე „თეგეტას“ კამპანიას შეუერთდა. ინფორმაციას ამის შესახებ „თეგეტა“ ჰოლდინგი ავრცელებს.

„შვილები, მეგობრები და დიდი მხიარულება სახლში - ეს არის ერთადერთი საახალწლო ტრადიცია, რასაც პირველი ქართველი „ოფროუდერი“ ქალი, მაო გოშაძე არასდროს ღალატობს. როგორც თავად ამბობს, გრანდიოზული საახალწლო სამზადისისა და საყიდლებზე სიარულის ნაცვლად, ცდილობს, დრო, საყვარელ ადამიანებთან ერთად, სასიამოვნოდ გაატაროს“, - აცხადებენ კომპანიაში.

„ჩემთვის მთავარი დღესასწაული შობაა და ძირითადად ამ დღეს აღვნიშნავ, თუმცა ახალი წელი თავისი მხიარულებითა და ფერადოვნებით, რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარს. საახალწლო პერიოდში ვცდილობ, დრო, საყვარელ ადამიანებთან ერთად, თბილისში ან ქალაქგარეთ გავატარო.

ზოგიერთ ადამიანს სახლში ფუსფუსი და კერძების მომზადება მოსწონს, თუმცა მე მათ რიცხვს ნამდვილად არ მივეკუთვნები. სადღესასწაულო სუფრისთვის ყოველთვის ვყიდულობ ბევრი სახეობის ყველს, რასაც წითელ ღვინოსთან ერთად მივირთმევთ. ასე გამოიყურება ჩემი საახალწლო სუფრა, რითაც მეც ბედნიერი ვარ და სტუმრებიც“, - ამბობს მაო გოშაძე.

გოშაძე ფიქრობს, რომ ახალი წელი ის დროა, როდესაც ყველა ადამიანს შეუძლია მისთვის სასურველი ნებისმიერი გზით იზეიმოს, თუმცა მაინც არსებობს ერთი საერთო წესი, რომლის დაცვისკენაც ყველას მოუწოდებს - არასდროს მართონ ავტომობილი ნასვამ მდგომარეობაში. სწორედ ამ მიზნით შეუერთდა „თეგეტა ჰოლდინგის“ საახალწლო კამპანიას. ამბობს, რომ ნასვამი მძღოლები არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ გარშემომყოფებსაც უქმნიან საფრთხეს.

„სხვადასხვა არგუმენტი მომისმენია თავის გასამართლებლად: „კარგი მძღოლი ვარ“, „მოკლე მანძილი მაქვს გასავლელი“, „ვაკონტროლებ სიტუაციას“ და ა.შ.

დამერწმუნეთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევას არ სჭირდება დიდი მანძილის გავლა. საჭესთან მყოფ არაფხიზელ ადამიანს საკუთარი და სხვისი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება ზუსტად 2 მეტრის გავლის დროსაც შეუძლია“, - ამბობს მაო გოშაძე.

რამდენიმე შემთხვევასაც იხსენებს, როდესაც „ოფროუდტურების“ დროს, დამღლელი დღის ბოლოს ივახშმეს და ზოგიერთმა მეგობარმა ალკოჰოლური სასმელიც დალია. თუმცა, როგორც თავად ამბობს, ასეთ დროს ყოველთვის არიან ადამიანები, რომლებიც მძღოლს აზღვევენ - არ სვამენ, შეუძლიათ მისი შეცვლა და ავტომობილის მართვა.

„ჩემი აზრით, არ არსებობს კარგი მძღოლი, რომელიც საჭესთან არაფხიზელ მდგომარეობაში დაჯდება, რადგან „მაგრობა“ არ არის მხოლოდ საჭის ტრიალი. მჯერა, რომ ყველაზე მაგარი ხარ მაშინ, როდესაც იცავ საგზაო მოძრაობის წესებს, ავტომობილს მართავ კულტურულად, გზას უთმობ სხვას, რათა არ შექმნა საავარიო სიტუაცია და, რა თქმა უნდა, არ ჯდები საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში“, -ამბობს მაო გოშაძე.

„თეგეტა ჰოლდინგის“ ახალი კამპანია სწორედ ამ მანკიერ ქცევას ეხმიანება და მძღოლებს არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს.

„საახალწლო პერიოდში, როცა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლების რაოდენობა იმატებს, გვინდა, საზოგადოებას რეგულარულად შევახსენოთ, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანა არ მართონ. გვჯერა, სასიკეთო ცვლილებები პასუხისმგებლობიანი კომპანიებისა და საზოგადოების ერთიანი ძალისხმევით მიიღწევა. სწორედ ამიტომ ამ ჯადოსნურ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოქალაქემ საკუთარი პასუხისმგებლობა გავიაზროთ და გავუფრთხილდეთ როგორც საკუთარ თავს, ისე გარშემომყოფებს“, -აცხადებს „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნათიკა ბერძული.

„დღესასწაულებამდე სულ ცოტა დრო რჩება. გახსოვდეთ - საახალწლო გართობას შეზღუდვები არ აქვს. აღნიშნე, როგორც გინდა, მაგრამ მთავარი არ დაგავიწყდეს - არ მართო მანქანა ნასვამ მდგომარეობაში“, - აცხადებენ კომპანიაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა