ვახტანგ კალოიანი - დავით კირკიტაძეს გარკვეული ჩივილები აქვს, თუმცა მდგომარეობა სტაბილურია - კლინიკაში რამდენიმე დღე დარჩება

„ნიუ ჰოსპიტალის” კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ვახტანგ კალოიანის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, დავით კირკიტაძის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც კალოიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დავით კირკიტაძეს გარკვეული ჩივილები აქვს და ის კლინიკაში რჩება.

„მდგომარეობა სტაბილურია, მკურნალობა გრძელდება და კლინიკაში დაკვირვების ქვეშ იმყოფება, სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში აუცილებლად დარჩება. როდესაც მისი ყველა მონაცემი მოწესრიგება ბინაზე გაეწერება. გარკვეული ჩივილები აქვს, თუმცა განსაკუთრებული არაფერი, მდგომარეობა მშვიდია და რამე განსაკუთრებული არ ხდება“, - განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, დავით კირკიტაძე კლინიკაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო 2 დღის წინ გადაიყვანეს. მან მედიკოსების რჩევით შიმშილობა შეწყვიტა. დავით კირკიტაძე მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობისთვის გადაყვანის მოთხოვნით სხვა თანაპარტიელებთან ერთად პარლამენტში შიმშილობდა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო