შალვა ხაჭაპურიძე - სააკაშვილი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს უნდობლობას უცხადებს - შევთავაზეთ, ჩამოიყვანონ ევროპიდან ან ამერიკიდან ავტორიტეტული საექსპერტო ბიუროს ექსპერტები და კვლევა უცხოეთში ჩაატარონ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს უნდობლობას უცხადებს და მისგან ბიოლოგიური ნიმუშების აღებაზე კვლავ უარს ამბობს.

როგორც სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ კლინიკა „ვივამედიდან“ გამოსვლის შემდეგ განაცხადა, ვინაიდან ყოფილი პრეზიდენტის ციხეში შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებითა ეჭვი არსებობს, ისინი სახელმწიფო უწყების ექსპერტიზას უნდობლობას უცხადებენ.

„გახსოვთ, ერთხელ უკვე აიღეს სისხლის ანალიზი, ჩვენ ნებართვა მივეცით, გაირკვა, რომ თურმე, ეს სისხლი საკმარისი არ არის. თვითონ ვერ იყვნენ ჩამოყალიბებული, ახლა ჩამოყალიბებული აქვთ პოზიცია სამხარაულის საექსპერტო ბიუროსთან, ამაზე ჩვენ უარი რამდენიმე მოტივით ვუთხარით და ჩვენი ალტერნატივა შევთავაზეთ. ნიმუშების აღებაზე უარს არ ვეუბნებით. ჩვენ მიერ მოპოვებული საექსპერტო დასკვნის მიხედვით, სააკაშვილის მოწამვლა პენიტენციურ დაწესებულებაში, ანუ სახელმწიფო დაწესებულებაში მოხდა, თუკი, ეს სახელმწიფო დაწესებულებაში მოხდა, სახელმწიფომ ექსპერტიზა როგორ უნდა ჩაუტაროს. შესაბამისად, შევთავაზეთ, ევროპული სახელმწიფოების, ასევე აშშ-ს რომელიმე ავტორიტეტული საექსპერტო ბიუროდან ექსპერტები ჩამოიყვანონ, მათ აიღონ ნიმუშები, ჩემ თვალწინ დალუქონ, ამას დაასწრონ ჩვენი ექსპერტები, წაიღონ და უცხოეთში ჩაატარონ. საგამოძიებო მოქმედებაზე უარი არ გაგვიცხადებია, უბრალოდ, უნდობლობას ვუცხადებთ სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულებას, რომლის ხელმძღვანელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს პრემიერი. გარდა ამისა, ჩვენ მიერ მოპოვებული დოკუმენტებით, სამხარაულს არ გააჩნია უფლებამოსილება, მძიმე მეტალებზე საექსპერტო დასკვნა ჩაატაროს, ეს ინფორმაცია მათ საიტზე უდევთ. საინტერესოა, ჩვენი განცხადების შემდეგ, გაჩნდება თუ არა, ახალი დოკუმენტი, რომლითაც უფლება მიეცემათ მსგავსი ტიპის ექსპერტიზის ჩატარებაზე.

უნდობლობას ვუცხადებთ არა გამოძიებას, არამედ საექსპერტო დაწესებულებას ორი მოტივით. პირველი, ამ ექსპერტიზის ჩატარების სათანადო ნებართვები არ გააჩნიათ. მეორე, თავად საექსპერტო ბიურო უნდობლობას იწვევს, რადგან სახელმწიფო სისტემაშია სააკაშვილი მოწამლული და იგივე სახელმწიფო სისტემაში დაქვემდებარებული საექსპერტო ბიურო მიკერძოებული იქნება, ყალბ დასკვნას დადებს“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო