სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი - მიხეილ სააკაშვილმა ბიოლოგიური ნიმუშების აღებაზე ისევ უარი განაცხადა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის, ვასილ კაკაშვილის განცხადებით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბიოლოგიური ნიმუშების აღებაზე უარი განაცხადა.

კაკაშვილის განმარტებითვე, მათ აღნიშნული პოზიციის მოსმენა უშუალოდ სააკაშვილისგან სურდათ.

„ჩვენ ბატონ მიხეილ სააკაშვილთან მისი პოზიციის დასაფიქსირებლად შევედით სისხლის, თმის და ფრჩხილის ნიმუშების აღებასთან დაკავშირებით. ამაზე უარყოფითი პოზიცია გააჟღერა დღეს ადვოკატმა. უშალოდ, ბატონი მიხეილ სააკაშვილისგან გვინდოდა პოზიციის დაფიქსირება, მან უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა ნიმუშების აღებაზე. ადვოკატმა განცხადება ჩამაბარა, თუმცა, განცხადებას სრულად არ გავცნობივარ, გავეცნობით და კანონის შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთ“, - განაცხადა კაკაშვილმა.

კითხვაზე, აქვს თუ არა, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს შესაბამისი ლიცენზია, რომ მსგავსი ტიპის ექსპერტიზა ჩაატაროს, გამომძიებელი ასე პასუხობს:

„ჩვენ ოფიციალური პასუხი გვაქვს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან, რომლის მიხედვითაც, ისინი გამოძიებისთვის საინტერესო კითხვებზე ექსპერტიზას ჩაატარებდნენ“, - განაცხადა კაკაშვილმა.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ტრანსფერ ფრაისინგი - გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?