საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტად აკაკი იაშვილი აირჩიეს

ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში, ჭადრაკის ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაზე, პრეზიდენტად აკაკი იაშვილი აირჩიეს.

ჭადრაკის ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იაშვილი, რომელიც „ფიდეს“ განსაკუთრებულ დავალებათა დირექტორია, ჭადრაკის ფედერაციას მომდევნო 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

„აკაკი იაშვილმა მადლობა გადაუხადა ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტ გია გიორგაძეს, რომელიც 14 წლის განმავლობაში ჭადრაკის ფედერაციას ხელმძღვანელობდა. ახალმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქართულმა ჭადრაკმა 2030 წლამდე მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული უნდა დაიბრუნოს და ეს ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია.

აკაკი იაშვილი, ოთხი წლის განმავლობაში, საერთაშორისო საჭადრაკო ორგანიზაციის, „ფიდეს“ ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა, ამჟამად კი, ამავე ორგანიზაციის განსაკუთრებულ დავალებათა დირექტორია”, - ნათქვამია ჭადრაკის ფედერაციის გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ