გიული ალასანია სააკაშვილზე - ჯანმრთელობის მდგომარეობა ცუდია, ძალიან ხშირად ახველებს - მძიმე დიაგნოზები აქვს, ზოგიერთი კი სასიკვდილოა

ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ცუდი. ახლა, ძალიან ხშირად ახველებდა. დიაგნოზებში ერთ-ერთი ლატენტური ტუბერკულოზიც არის, რომელიც ხელს ვერ ახლებენ იმიტომ, რომ თვითონ მკურნალობაა ისეთი აგრესიული ფორმის, რომ [მედიკოსების თქმით] შეიძლება ვერ გადაიტანოს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებს „ვივამედთან“ განუცხადა.

ამასთან, ალასანია მიიჩნევს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის კლინიკაში მისვლას აზრი არ აქვს.

„რაც შეეხება იმ გამომძიებელს, სიმპათიური ადამიანი მოდის, უკვე მერამდენედ ვნახე, მაგრამ რა აზრი აქვს?! სამხარაული ექსპერტიზის ბიუროს ჩამონათვალი აქვს - რას იკვლევენ და რას ვერ იკვლევენ და ბოლოს უწერიათ, რომ მძიმე მეტალებს ვერ იკვლევენ. მაშინ, რისთვის მოდის გამომძიებელი? მძიმე მეტალებზეა საუბარი, რა აზრი აქვს ამ სიმპათიური ადამიანის სიარულს, არ ვიცი“, - აცხადებს გიული ალსანია.

მისი თქმით, მიხელ სააკაშვილს მასთან არ უსაუბრია იმის შესახებ, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს არ ენდობა.

ალასანია ვარაუდობს, რომ სააკაშვილი ამ უნდობლობის შესახებ ადვოკატს ესაუბრა.

გარდა ამისა, ალასანიამ ისაუბრა სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ პროცესების გამართვა დროში იწელება.

ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა ამას ვერ გაუძლებს, რადგანაც ის მძიმედაა.

„სურდო კი არ არის. მძიმე დიაგნოზებია, ზოგიერთი კი სასიკვდილოა. ეს რამდენჯერ უნდა ითქვას ან დაიწეროს, ან ვინ უნდა ჩამოვიყვანოთ?! ანალიზი გაკეთდა ნომერ პირველ ლაბორატორიაში და ძალიან მაღალი კლასის პროფესიონალმა დაგვიდო თავისი ინტერპრეტაცია და მეტს რას ველოდებით, არ ვიცი“, - განაცხადა ალასანიამ.

მან ასევე განმარტა ის მიზეზი, რის გამო ვერ ჩაერთო ამერიკიდან დისტანციურად 22 დეკემბერს გამართულ სასამართლო პროცესს ერთ-ერთი ამერიკელი ექიმი.

„სასამართლო პროცესები ზედიზედ უნდა ჩაინიშნოს. მე რომ მკითხოთ, დღეში ორჯერ უნდა ჩაინიშნოს. ის ტოქსიკოლოგი კალიფორნიიდან არის და ჩვენ ქვეყნებს შორის დროის 12 საათიანი განსხვავებაა. ის ადამიანი ვერ გაათენებს. 20 წლის ბიჭიც არ არის. წინა პროცესზე ღამის 2 საათამდე იჯდა ტელევიზორთან, თან პერსპექტივაშიც არ ჩანდა მას რომ ვინმე ჩართავდა და ადამიანმა დაიძინა“, - განაცხადა ალასანიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა