ექიმის შეფასებით,  ანა წითლიძის ფიზიოლოგიური მდგომარეობა მძიმეა

სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმის, გიორგი ჯავახაძის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ანა წითლიძის ფიზიოლოგიური მდგომარეობა მძიმეა.

როგორც სასწრაფო დახმარების ექიმმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პაციენტის ჯანმრთელობის მონიტორინგი 24-საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ ჩაწერილ გუშინდელი დღის მონაცემებს მოგახსენებთ. 24-საათის განმავლობაში, ოთხჯერადად, მოშიმშილე პაციენტის მონიტორინგი მიმდინარეობდა. მოცემულ ეტაპზე, ვიტალური და ჰემოდინამიკური პარამეტრები საშუალო სიმძიმისაა. პაციენტის ფიზიოლოგიური სტატუსი კვალიფიცირდა, როგორც მძიმე“, - განაცხადა გიორგი ჯავახაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ანა წითლიძე პარლამენტში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. დღეს მისი შიმშილობის მე-10 დღეა. ის პროტესტის ამ ფორმით საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვს.

ცნობისთვის, თავდაპირველად, 15 დეკემბერს, დეპუტატებმა - ანა წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვმა დაიწყეს. მოშიმშილეებს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი თემურ ჯანაშია 16 დეკემბერს შეუერთდა. ამ დროისთვის, აბდულა ისმაილოვს, დავით კირკიტაძესა და თემურ ჯანაშიას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ამ ეტაპზე, შიმშილობა შეწყვეტილი აქვთ.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა