ადამ კინზინგერი ირაკლი კობახიძეს - ახლა პუტინი ახსენე ერთხელ მაინც, ირაკლი! - ხომ იცი ის კაცი, რომელიც შენ ქვეყანაში შემოიჭრა, ხალხი დახოცა და ახლაც ოკუპირებული აქვს?!

ახლა პუტინი ახსენე ერთხელ მაინც, ირაკლი! - ასე ეხმაურება ამერიკის ყოფილი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის კრიტიკას უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებისადმი სააკაშვილთან დაკავშირებული განცხადებების გამო.

„ახლა პუტინი ახსენე ერთხელ მაინც, ირაკლი… ხომ იცი ის კაცი, რომელიც შენ ქვეყანაში შემოიჭრა, ხალხი დახოცა და ახლაც ოკუპირებული აქვს? თქვენი ნამდვილი მტერი… სწორია?“, - წერს კინზინგერი.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს მოწოდებას რამდენიმე დღის წინ გამოეხმაურა.

კობახიძის შეფასებით, ზელენსკის განცხადებას „ვერ ექნება განსაკუთრებული ფასი, რადგან მისი ხელისუფლება ჩართული იყო სააკაშვილის გამოგზავნაში“.

„თვითონ სანდუს, თუ არ ვცდები, ჰყავს მოლდოვის მე-6 პრეზიდენტი პატიმრობაში. რაც შეეხება ზელენსკის, მისი ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის საქართველოში არაჟნების კონტეინერებით გამოგზავნის სპეცოპერაციაში. აქედან გამომდინარე, ზელენსკის განცხადებას ვერ ექნება ჩვენთვის განსაკუთრებული ფასი, რადგან მისი ხელისუფლება იყო პირდაპირ ჩართული სააკაშვილის გამოგზავნაში. სანდუმ კი უნდა მიხედოს თავის მე-6 პრეზიდენტ პატიმარს, რომელიც დღემდე პატიმრობაშია“, - განაცხადა კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს