ბრიტანული დაზვერვა - რუსეთი საკრუიზო რაკეტების დეფიციტს განიცდის

რუსული არმია თანდათან აგვარებს ჯარისკაცების დეფიციტის პრობლემას მობილიზებულთა მოსვლასთან ერთად, მაგრამ მას არ აქვს საკმარისი საბრძოლო მასალა იმისთვის, რომ შეტევაზე გადავიდეს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ბი-ბი-სი", ომის 304-ე დღეს, ბრიტანული დაზვერვის ტრადიციული დილის შეჯამების მიხედვით ავრცელებს.

„როგორც ჩანს, რუსეთი განიცდის საკრუიზო რაკეტების დეფიციტს და ამიტომ ზღუდავს უკრაინის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს კვირაში, დაახლოებით, ერთით. მსგავსი სიტუაციაა საარტილერიო ჭურვებთან დაკავშირებით - ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა მოახერხა მათი მარაგების შევსება საკმარის დონეზე ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაციებზე გადასასვლელად”, - ნათქვამია მოხსენებაში.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, ამას ხელს უშლის გრძელი ფრონტის ხაზის დაუცველობა, რომელიც მოითხოვს დიდი რაოდენობით ჭურვებისა და რაკეტების ყოველდღიურ ხარჯვას მის დასაცავად.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა