თურქეთის პრეზიდენტი მოსახლეობას გაზის თემაზე „საინტერესო სიახლეებს“ დაჰპირდა

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ორშაბათს საზოგადოებას ახალ „საინტერესო სიახლეებს“ გააცნობს გაზის თემაზე.

„ჩვენ დღედაღამ ვმუშაობთ, რათა დავაკავშიროთ შავ ზღვაში აღმოჩენილი გაზი ჩვენს ეროვნულ სისტემასთან. ორშაბათს ჩვენ გავუზიარებთ ახალ კარგ, საინტერესო ამბებს ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენს ერს", - თქვა ერდოღანმა ერზრუმში საუბრისას.

თურქეთის ლიდერმა ასევე პირობა დადო, რომ მთავრობას ხალხისთვის „კარგი ამბავი“ ექნება „შავი ზღვის გაზის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ“.

მანამდე გაზეთი Sabah წერდა, რომ თურქეთი შავ ზღვაში მდებარე საკარიას საბადოდან 540 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მოპოვებისა და ტრანსპორტირების პროექტში, თითქმის, 10 მილიარდ დოლარს ჩადებს.

გეგმის მიხედვით, პირველი გაზი საბადოდან თურქეთში 2023 წელს უნდა მივიდეს.

თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა ასევე განაცხადა, რომ შავ ზღვაში აღმოჩენილი გაზის სავარაუდო ღირებულება 400 მილიარდ დოლარს შეადგენს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო