თორნიკე რიჟვაძის ინიციატივით, წინასაახალწლოდ აჭარაში მცხოვრებ უკრაინელ ბავშვებს ბათუმის თოჯინების თეატრში უმასპინძლეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ინიციატივით, წინასაახალწლოდ აჭარაში მცხოვრებ უკრაინელ ბავშვებს ბათუმის თოჯინების თეატრში უმასპინძლეს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საახალწლო სპექტაკლს ფონდი „იალქანის“ ბენეფიციარებიც ესწრებოდნენ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლემ, მაგდა მამულაძემ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადასცა.

ბათუმის თოჯინების თეატრში საახალწლო სპექტაკლი „ზურმუხტქალაქის ჯადოქარის" ჩვენება გაიმართა.

ცნობისთვის, უკრაინელი მოსწავლეები ომის დაწყების შემდეგ ბათუმში იმყოფებიან და სწავლას ქართული სკოლის უკრაინულ სექტორში აგრძელებენ.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის