თბილისში, ჯავის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსნილია - ერთ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, ჯავის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს.

შსს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა დადგენილია და მის დასაკავებლად შესაბამის ღონისძიებები ტარდება.

„1964 წელს დაბადებულ ვ.ქ.-ს ბრალი განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, დაუსწრებლად წარედგინა.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა წარსულში მომხდარი პირადი კონფლიქტის გამო, მიმდინარე წლის 23 დეკემბერს, თბილისში, ჯავის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა 1976 წელს დაბადებული ბ.ო. და მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა მომხდარიდან რამდენიმე წუთში დაადგინა და მის დასაკავებლად შესაბამის ღონისძიებებს ატარებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა