არაბთა გაერთიანებული საამიროები უკრაინას 2500-მდე ელექტრო გენერატორს გაუგზავნის

არაბთა გაერთიანებული საამიროები უკრაინას 2500-მდე საყოფაცხოვრებო ელექტრო გენერატორს გაუგზავნის, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული გენერატორების ნახევარი ქვეყანას უახლოეს მომავალში გადაეცემა.

„უკრაინაში, სადაც მიმდინარე კრიზისმა დააზიანა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და გამოიწვია ელექტროენერგიის გათიშვა, დაზარალებული მშვიდობიანი მოსახლეობისთვის 3.5-დან 8-კილოვატამდე სიმძლავრის საყოფაცხოვრებო გენერატორების გადაცემა იგეგმება“, - განაცხადა არაბთა გაერთიანებული საამიროები საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა, რიმ ბინტ იბრაჰიმ ალ ჰაშიმმა.

მისივე ცნობით, 1 200-მდე გენერატორი უკვე გაიგზავნა პოლონეთში, დანარჩენი კი, უკრაინას იანვრისთვის მიეწოდება.

გენერატორების მიწოდება არის 100 მილიონი დოლარის ღირებულების ჰუმანიტარული დახმარების პაკეტის ნაწილი, რომელიც არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობამ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის გამოყო.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო