კათოლიკური ეკლესია ქრისტეშობას დღესასწაულობს

კათოლიკეები დღეს უფლის დაბადებას - ქრისტეშობას ზეიმობენ. საშობაო ღვთისმსახურებას თბილისის ღვთისმშობლის ამაღლების კათოლიკურ ეკლესიაში ეპისკოპოსი, ჯუზეპე პაზოტო უძღვებოდა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ტაძარში შეკრებილ მრევლსა და სასულიერო პირებს მიესალმა და შობის დღესასწაული მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ.

„საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელით მოგილოცავთ ქრისტეშობის დღესასწაულს და მინდა, პირველ რიგში, გისურვოთ სიყვარული, სიკეთე, რწმენა და იმედი“,- განაცხადა ზაზა ვაშაყმაძემ.

საზეიმო მსახურებას ესწრებოდნენ: რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ავთანდილ კვერნაძე, უფროსი სპეციალისტი, დავით დავითაშვილი, იურისტი, ალექსანდრე შეყილაძე და სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი სპეციალისტი, სერგო ფარულავა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია