ბაპტისტები ქრისტეშობას ზეიმობენ

საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირი დღეს ქრისტეშობას დღესასწაულობს. ქრისტე მაცხოვრის თბილისის ბაპტისტურ ეკლესიაში საშობაო ლოცვა გაიმართა. საზეიმო მსახურებას თბილისის ცენტრალური ბაპტისტური ეკლესიის უფროსი ხუცესი, ლევან ახალმოსულიშვილი უძღვებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საზეიმო მსახურების დასრულების შემდეგ, ეკლესიაში შეკრებილ მრევლსა და სასულიერო პირებს, საქართველოს მთავრობის სახელით, შობის დღესასწაული, მიულოცა და წარმატებები უსურვა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ.

„ქრისტიანული სამყარო ქრისტეს სიყვარულსა და ფილოსოფიას იზიარებს და თითოეული ქრისტიანისთვის შობის დღესასწაული ღმერთის სიყვარულში და რწმენაში გაძლიერების საწინდარია. გილოცავთ შობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, რომლის ფასი კიდევ ერთხელ დავინახეთ ჩვენს მეგობარ უკრაინაში დატრიალებული უბედურების ფონზე",- აღნიშნა ზაზა ვაშაყმაძემ.

საზეიმო მსახურებას ესწრებოდნენ: რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ავთანდილ კვერნაძე და უფროსი სპეციალისტი, დავით დავითაშვილი.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო