"რას კითხავდით თბილისის მერს" - პარტიამ "ანა დოლიძე-ხალხისთვის" ახალი კამპანია დაიწყო

"რას კითხავდით თბილისის მერს" - პარტიამ "ანა დოლიძე-ხალხისთვის" ახალი კამპანია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

თბილისის საკრებულოს წევრმა, ნინო წულაძემ საკრებულოში თბილისის მერის კახა კალაძის წლიური ანგარიშის წარდგენის დღესთან დაკავშირებით მსვლელობა გამართა.

მან მოქალაქეებს მოუწოდა, დააფიქსირონ პრობლემები, რომლებზეც თბილისის მერთან ისაუბრებდნენ.

“კამპანია თბილისის საკრებულოსთან გაიხსნა, ჩვენ მიერ მომზადდა ბანერი, რომელზეც განთავსდა მოქალაქეების მიერ დატოვებული შეკითხვები, რომელსაც გავაჟღერებთ საკრებულოს სხდომაზე, მსვლელობა რამდენიმე ლოკაციაზე გაგრძელდა, მასში ჩართული იყვნენ, როგორც საკრებულოს წევრი ნინო წულაძე, ასევე პარტიის აქტივისტები, ჩვენ პირადად გავეცანით დედაქალაქში არსებულ ყველა იმ პრობლემას, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს", - განაცხადა ნინო წულაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო