ევანგელურ-ლუთერულ  ეკლესიაში ქრისტეშობა იზეიმეს

ევანგელურ-ლუთერული ეკლესია დღეს ქრისტეშობას ზეიმობს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ევანგელურ-ლუთერულ შერიგების ეკლესიაში საშობაო ლიტურგიას ეპისკოპოსი, როლფ ბარაისი უძღვებოდა.

"ტაძარში შეკრებილთ, საქართველოს მთავრობის სახელით, შობის დღესასწაული მიულოცა სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსმა, ნინო ჭავჭავაძემ: „ვულოცავთ ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიას და მის მრევლს, ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც იზიარებს ქრისტიანული სამყაროს დღესასწაულს, ქრისტეშობას და მშვიდობას, წარმატებებს ვუსურვებთ".

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, საზეიმო მსახურებას ესწრებოდნენ: რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის იურისტი, ალექსანდრე შეყილაძე და სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი სპეციალისტი, სერგო ფარულავა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო