პროკურატურა - თბილისში ცოლ-ქმრის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულმა ცხედრები შემთხვევის ადგილთან ორმოში მოათავსა და ხის ტოტებით დაფარა

საქართველოს პროკურატურამ ცოლ-ქმრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 19 დეკემბერს, ქ. თბილისში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას ცოლ-ქმარს დანით ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ისინი ადგილზე გარდაიცვალნენ. ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით, ცხედრები შემთხვევის ადგილთან ახლოს არსებულ ორმოში მოთავსა და ხის ტოტებით დაფარა, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცავებმა ბრალდებული 21 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ლ" ქვეპუნქტით (ორი პირის განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს მიერ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა