შალვა პაპუაშვილი - ვულოცავ მის უწმინდესობას, კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს აღსაყდრების 45-ე წლისთავს - ისტორიულია მისი როლი ქართველი ერის სულიერებისკენ შემობრუნებასა და განმტკიცებაში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 45 წლისთავს ულოცავს.

პაპუაშვილის თქმით, ისტორიულია მისი როლი ქართველი ერის სულიერებისკენ შემობრუნებასა და განმტკიცებაში.

“დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრებიდან 45 წლისთავს აღვნიშნავთ.

მე წარმოვადგენ იმ თაობას, რომლის ასაკიც ემთხვევა უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის პატრიარქობის პერიოდს. ჩემს ცხოვრებაში, ისევე როგორც ჩემი თაობის წარმომადგენლების ცხოვრებაში, არ ყოფილა წამი, წუთი და დღე, როდესაც ჩვენი პატრიარქი არ იყო ჩვენი ცხოვრების ნაწილი.

ამავე დროს, წარმოვადგენ იმ თაობას, რომელმაც გამოიარა ეკონომიკური კეთილდღეობაც და სიდუხჭირეც, საზოგადოების ერთიანობაც და გახლეჩაც, მშვიდობაც და ომიც. და არ ყოფილა წამი, წუთი და დღე, როდესაც პატრიარქი არ იყო ჩვენი თანაზიარი ჭირსა თუ ლხინში. არ ყოფილა ეროვნული მნიშვნელობის საკითხი, რომელზეც მას ქვეყნის მომავლის წინაშე პასუხისმგებლობით გაჯერებული რჩევა არ გაეზიარებინოს. არ ყოფილა ადამიანი, რომელსაც სჭირდებოდა მისი ნუგეში და არ მიეღოს.

ისტორიულია მისი როლი ქართველი ერის სულიერებისკენ შემობრუნებაში და განმტკიცებაში. აღსაყდრებისას მან ჩაიბარა ქართული ეკლესია 15 ეპარქიაში მოქმედი 30 ტაძრით, სადაც რამდენიმე ათეული ეპისკოპოსი და ბერ-მონაზონი მსახურებას აღავლენდა და აქცია ის 46 ეპარქიად, 2000 მოქმედ ტაძრად, 3000 ბერ-მონაზვნად და ერის და ქვეყნის სულიერ საყრდენად.

თუმცა, ყველაზე გამორჩეულია უწმინდესის პირადი მაგალითი ადამიანის უპირობო სიყვარულისა, "რადგანაც ღმერთი სიყვარულია". ამ სიყვარულის დამსახურებაა ის სითბო და განსაკუთრებული პატივისცემა, რომელიც მის მიმართ აქვს ჩვენს ერს და ყველას, ვისაც მასთან ურთიერთობის შესაძლებლობა ჰქონია.

ვულოცავ მის უწმინდესობას, კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს აღსაყდრების 45-ე წლისთავს. ვუსურვებ მხნეობას და დღეგრძელობას კიდევ მრავალი წელი ჩვენი ეკლესიის და ერის სულიერი წინამძღოლობისთვის”, - წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

მირიან მირიანაშვილი - დღეს მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, დათანხმდება თუ არ რუსეთი უკრაინაში განსათავსებელი სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოების სამშვიდობო ძალების მონაწილეობას
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2025
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს