გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე - საბჭოთა კავშირში აშშ-ის სიყვარული ისე არ იყო აკრძალული, როგორც ჩვენს ქვეყანაში სამშობლოს სიყვარულია აკრძალული და ისჯება - ცოცხალი მაგალითი გვაქვს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილი სამშობლოს სიყვარულისა და პატრიოტიზმის გამო ისჯება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილს ნერვული სისტემა დანგრეული აქვს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება.

"საშინელი სისუსტე აქვს, ნერვული სისტემა აბსოლუტურად დანგრეული აქვს ადამიანს. ყოველ ნახვაზე უფრო მძიმდება. დასკვნა არსებობს და ის არის რეალური. საქმე გვაქვს მძიმე მეტალებთან.

ყველაზე ძალიან იცით რა მაკვირვებს, ცხოვრების დიდი ნაწილი საბჭოთა კავშირში, საბჭოთა სისტემაში გავატარე, მაშინაც კი რომ მახსოვს, აშშ-ის სიყვარული არ იყო ისე აკრძალული, როგორც დღეს, ჩვენს ქვეყანაში სამშობლოს სიყვარული არის აკრძალული და ისჯება. აი, ცოცხალი მაგალითი გვაქვს", - განაცხადა ალასანიამ.

რაც შეეხება კითხვას, მისი აზრით, მიხეილ სააკაშვილი რა მიზეზის გამო ისჯება, გიული ალასანიამ უპასუხა, რომ ის პატრიოტიზმისთვის ისჯება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო