ბულგარეთის პრეზიდენტმა, დეპუტატებს, რომელთაც მხარი დაუჭირეს უკრაინის სამხედრო დახმარებას, „ომის წამქეზებლები“ უწოდა

ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა მისი ქვეყნის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნა გააკრიტიკა და პოლიტიკოსებს, რომლებმაც აღნიშნულს მხარი დაუჭირეს, „ომის წამქეზებლები“ უწოდა.

”სამწუხაროდ, ომის წამქეზებლებმა პარლამენტში დიდი რაოდენობით გადაწყვიტეს უკრაინისთვის სამხედრო დახმარება”, - აღნიშნა რადევმა.

ბულგარეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის დახმარების პაკეტში არ შედის თვითმფრინავები, საჰაერო თავდაცვის სისტემები ან ტანკები, რადგან ეს ბულგარეთის შეიარაღებული ძალების ძლიერებას შეასუსტებდა.

ცნობისთვის, ამ თვეში, ქვეყნის პრეზიდენტის სურვილის საწინააღმდეგოდ, ბულგარელმა დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს უკრაინაში სამხედრო დახმარების გაგზავნას.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო