ლია გიგაურმა  აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ სტუდენტებს სიტყვით მიმართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლია გიგაურმა, სემინარის „საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა და პერსპექტივები“ ფარგლებში აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ სტუდენტებს სიტყვით მიმართა.

სამინისტროს განცხადებით, ლია გიგაურმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ ახალგაზრდებს უწყების საქმიანობის სპეციფიკა გააცნო და საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკაზე და ამ მიმართულებით სახელმწიფო მინისტრის აპარატის ძალისხმევაზე ისაუბრა.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა ახალგაზრდა თაობის ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმირების მნიშვნელობას ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ, ასევე განიხილა მათი ჩართულობის როლი და შესაძლებლობები სახელმწიფოს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის მიზნების განხორციელების პროცესში, ისევე როგორც დეზინფორმაციასთან ბრძოლაში, რომელიც, დიდწილად, სწორედ ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების წინააღმდეგ არის მიმართული. ასევე, ისაუბრა მსგავსი პროექტების მნიშვნელობაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის.

შეხვედრაზე, რომელსაც აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტები ესწრებოდნენ, ლია გიგაურმა ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრსა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მადლობა გადაუხადა ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებისა და მხარდაჭერისთვის.

სემინარის მონაწილე 20-მდე ახალგაზრდას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა და აშშ-ს საელჩო საქართველოში, საჯარო დიპლომატიის განყოფილების უფროსმა ალექსანდერ დანიელსმა.

ერთდღიანი სემინარის ფარგლებში ახალგაზრდებს ასევე, საშუალება ჰქონდათ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორისგან დავით ბუჯიაშვილისგან მოესმინათ ინფორმაცია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე, მის მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე. საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების მნიშვნელობასა და დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით გათვალისწინებულ სამომავლო ნაბიჯებს. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა მრჩეველმა ნათია გვენეტაძემ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიზნებსა და ამოცანებზე, ნატო-ს ღია კარის პოლიტიკაზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკასა და ამ მიმართულებით არსებულ პროგრესზე ისაუბრა.

სამინისტროს ცნობით, სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში" ფარგლებში გაიმართა.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა