რესპუბლიკის მოედანზე უკრაინის მხარდასაჭერი აქცია-პერფორმანსი - “სოლიდარობის ნაძვის ხე” მიმდინარეობს

სამოქალაქო აქტივისტების ორგანიზებით, რესპუბლიკის მოედანზე, ველოსიპედის ძეგლთან უკრაინის მხარდასაჭერი აქცია-პერფორმანსი “სოლიდარობის ნაძვის ხე” მიმდინარეობს.

სოლიდარობის აღნიშნულ აქციას ასევე ოპოზიტური პარტიების წარმომადგენლები და საქართველოში მყოფი უკრაინელები შეუერთდნენ.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ნინო სვანიძემ აღნიშნა, პერფორმანსის მიზანია ომში მყოფი ქვეყნის მხარდაჭერა და უკრაინელების მსგავსად, შობის დღესასწაულის 25 დეკემბერს აღნიშვნა.

“არაფერს ვაპროტესტებთ, ჩვენ გვაქვს სოლიდარობის ნაძვის ხე. დღეს არის უკრაინელების შობა და ჩვენი აზრით, საქართველოს მოქალაქეთა უდიდესი ნაწილის აზრს გამოვხატავთ, როდესაც ასე შობას უკრაინელებთან ერთად აღვნიშნავთ. მიგვაჩნია, რომ უკრაინაში ჩვენი საერთო ომი მიმდინარეობს, იქ ჩვენი გმირები იღუპებიან ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ უკრაინელებთან ერთად გავიზიაროთ დღევანდელი დღე. საშობაოდ ჩვენი სურვილი იქნება “მი პერემოჟემო”, - განაცხადა ნინო სვანიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო