სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის დაბადებიდან 90 და აღსაყდრებიდან 45 წლის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი მუსიკალურ-თეატრალური ღონისძიება გაიმართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო უწმინდესის ღვაწლის შესახებ ფილმის ჩვენება.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლის ეთნიკურად აფხაზმა მოსწავლეებმა დადგეს სპექტაკლი - „სამოთხის ბილეთი“.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, სასულიერო პირები, საქართველოს საპატრიარქოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, საქართველოს მთავრობისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო