პრემიერი - ძნელია ნამდვილად, გადმოსცე სიტყვებით უზარმაზარი ღვაწლი და მისია, რომელიც თქვენ გაკისრიათ - ჩვენმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რაოდენ დიდი მისია შეასრულეთ და ასრულებთ ჩვენი ხალხის წინაშე, ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის

ჩვენს ძვირფას პატრიარქს მინდა მივულოცო აღსაყდრებიდან 45 წლის იუბილე. ძნელია ნამდვილად, გადმოსცე სიტყვებით ის უზარმაზარი ღვაწლი და მისია, რომელიც თქვენ გაკისრიათ. ჩვენმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, თუ რაოდენ დიდი მისია შეასრულეთ და ასრულებთ თქვენ ჩვენი ხალხის წინაშე, ჩვენი ხალხისთვის, და ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპატრიარქოში განაცხადა, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 45 წლისთავი მიულოცა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ილია II-მ დიდი მისია შეასრულა და ასრულებს ხალხისა და ქვეყნის წინაშე.

„თქვენო უწმინდესობავ, ძვირფასო მეუფენო, ქალბატონო პრეზიდენტო, ბატონო სპიკერო, ძვირფასო საზოგადოებავ! მოგესალმებით და მეც მინდა შევუერთდე ამ გულითად, გულწრფელ მილოცვებს და პირველ რიგში, ჩვენს ძვირფას პატრიარქს მინდა მივულოცო აღსაყდრებიდან 45 წლის იუბილე. ძნელია ნამდვილად, გადმოსცე სიტყვებით ის უზარმაზარი ღვაწლი და მისია, რომელიც თქვენ გაკისრიათ. ჩვენმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, თუ რაოდენ დიდი მისია შეასრულეთ და ასრულებთ თქვენ ჩვენი ხალხის წინაშე, ჩვენი ხალხისთვის, და ჩვენი ქვეყნისთვის. მე გადმოცემით ვიცი ჩემი მშობლებისგან, ჩემი მშობლების თაობიდან, თუ რაოდენ რთული დრო იყო, როდესაც თქვენ ღმერთის ნებით გამოგარჩიეს და ეკურთხეთ პატრიარქად. მაშინ, ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე ეკლესია-მონასტერი ფუნქციონირებდა საქართველოში. დღეს მადლობა უფალს და მადლობა თქვენ, თვენი ბრძნული საქმით, უდიდესი სიყვარულით და პატრიოტიზმით რამდენიმე ათასი ეკლესია-მონასტერი არის აშენებული. ამ საქმეში, რა თქმა უნდა, უზარმაზარია თქვენი ღვაწლი. ჩვენი ხალხის რწმენაში დაბრუნებისა და ხალხისთვის რწმენის და იმედის მიცემის საქმეში. ძალიან ბევრი შეიძლება ვისაუბროთ თქვენი ღვაწლის, თქვენი მისიის შესახებ. მინდა ერთი რამ ვთქვა, როგორც რიგითმა მოქალაქემ, მინდა გულწრფელად მადლობა გადაგიხადოთ ამ უზარმაზარი ისტორიული მისიის შესრულებისთვის. მე მჯერა, რომ თქვენი მთავარი ოცნება, მთავარი იდეა, რომ ჩვენ მალე ვიხილოთ გაერთიანებული საქართველო, უფლის მადლით ასრულდება. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ, დაგიდასტუროთ ჩვენი დიდი სიყვარული, ჩვენი დიდი პატივისცემა. მინდა პირადად კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება. თქვენი თითოეული სიტყვა, რჩევა-დარიგება ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია და ყოველთვის მახსოვს თქვენი ბრძნული დარიგებები. კიდევ ერთხელ მადლობა, გისურვებთ ჯანმრთელობას და მხნეობას“, - აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრთან ერთად საპატრიარქოში საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე იმყოფებოდნენ.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება