აშშ-სა და კანადაში უამინდობას 38 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

აშშ-სა და კანადაში ძლიერ ყინვას და შტორმს მინიმუმ 38 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

34 ადამიანი აშშ-ში დაიღუპა. ქვეყანაში ყველაზე მეტად კი ნიუ-იორკის შტატის ქალაქი ბუფალო დაზარალდა.

4 ადამიანი დაიღუპა კანადაში, როდესაც ავტობუსი ქალაქ მერიტთან მოყინულ გზაზე გადატრიალდა.

აშშ-სა და კანადაში შტორმის გამო 1.7 მილიონამდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი, თუმცა ელექტროენერგიის აღდგენა სტაბილურად მიმდინარეობს და ეს რიცხვი ამ დროისთვის დაახლოებით 200 000-მდე შემცირდა.

უამინდობის გამო ათასობით ფრენა გაუქმდა, რის გამოც ბევრმა ადამიანმა შობის დღესასწაულის ოჯახთან ერთად გატარება ვერ მოახერხა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო