ავღანეთში, არასამთავრობო ორგანიზაციებში ქალების მუშაობის აკრძალვის გამო, ოთხმა ორგანიზაციამ ქვეყანაში ფუნქციონირება შეაჩერა

ოთხმა დიდმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „თალიბანის“ რეჟიმის გადაწყვეტილების შემდეგ, რომლის თანახმადაც ქალებს არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობა ეკრძალებათ, ავღანეთში მუშაობა შეაჩერა.

ორგანიზაციებმა: „გადაარჩინე ბავშვები“, „საერთაშორისო სამაშველო კომიტეტი“ , „ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო“ და CARE კვირას განაცხადეს, რომ ისინი ვერ შეძლებდნენ ეფექტურად დაუკავშირდნენ საჭიროებების მქონე ადამიანებს, თუკი მათთან ქალები არ იმუშავებენ.

აღნიშნული ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია უზრუნველყოფს ჯანდაცვის, განათლების, ბავშვთა დაცვისა და კვების მომსახურებას და დახმარებას.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ავღანეთში ქალებს არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობა აეკრძალათ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი