რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სარატოვის ოლქში უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, რის შედეგადაც 3 რუსი სამხედრო დაიღუპა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს დილით, უკრაინული დრონით თავდასხმის შედეგად სარატოვის ოლქის „ენგელსის“ აეროდრომზე 3 რუსი სამხედრო დაიღუპა.

„26 დეკემბერს, ჩამოგდებულ იქნა უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, როდესაც ის სარატოვის ოლქში ენგელსის სამხედრო აეროდრომს უახლოვდებოდა. დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად აეროდრომზე მყოფმა სამმა რუსმა სამხედრო მოსამსახურემ სასიკვდილო ჭრილობები მიიღო“, - აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ენგელსის“ სამხედრო აეროდრომზე აფეთქებების ხმა ისმოდა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა