ირაკლი ღარიბაშვილი - მინდა აღვნიშნო ერთ-ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტის დაწყება, ეს არის ქართული ინიციატივა - შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი

მინდა აღვნიშნო ერთ-ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტის დაწყება, ეს არის ქართული ინიციატივა - შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩების წლის შემაჯამებელ კონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, გასულ წელს ბრიუსელში ვიზიტისას ჰქონდა საუბარი და სწორედ მაშინ წარადგინა ერთ-ერთ პროექტად.

„ამის შემდეგ დაიწყო აქტიური მოლაპარაკებები ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, მეგობარ სახელმწიფო აზერბაიჯანთან, რუმინეთთან, რომელიც ასევე სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოა. ამის შემდეგ, რუმინეთთან ერთად ახალ ეტაპზე გადავედით - რუმინეთთან ერთად დავიწყეთ უფრო აქტიური მუშაობა ამ პროექტის განხორციელებისთვის. ამ პროექტს შემოუერთდა აზერბაიჯანი, სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ევროკავშირმა და ასევე ამ პროექტს შემოუერთდა უნგრეთი. ეს იქნება ერთ-ერთი ხელშესახები, სტრატეგიული მნიშვნელობის ისტორიული პროექტი, რომელსაც ყველა ერთად განვახორციელებთ. ის კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ენერგოუსაფრთხოებას და ეს ყველაფერი აისახება ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო