იაპონიაში დიდთოვლობას 17 ადამიანი ემსხვერპლა

იაპონიის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილებში დიდთოვლობას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაშავდა კიდევ 110 ადამიანი.

ჩრდილოეთით და ქვეყნის დასავლეთით იაპონიის ზღვის სანაპიროზე თოვა 17 დეკემბერს დაიწყო. ამჟამად, იამაგატას პრეფექტურაში თოვლის სიღრმე 169 სანტიმეტრია. ყველაზე მეტი უბედური შემთხვევა, რამაც ადამიანების დაღუპვა ან დაშავება გამოიწვია, შენობების სახურავების თოვლისგან გაწმენდის სამუშაოებს უკავშირდება.

დიდთოვლობამ ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება გამოიწვია. ნიიგატას პრეფექტურაში თითქმის 1 000 ოჯახი მეცხრე დღეა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა