გიული ალასანია - სამხარაულის ექსპერტიზის მიმართ როგორი ნდობა უნდა მქონდეს? არავის ნდობა აღარ მაქვს უკვე - ძალიან მიკვირს, მიხეილ სააკაშვილმა შესწირა ამ ქვეყანას თავი და რა მიიღო?!

ძალიან მიკვირს, მიხეილ სააკაშვილმა შესწირა ამ ქვეყანას თავი და რა მიიღო?! - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედთან“ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ყველა ყველას ახლობელია, ამიტომ არ არ იცის რას ემსახურება ის, რომ ექსპერტიზა გაუთავებლად იჭიმება. ამით მან უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, რას ფიქრობდა იმაზე, რომ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შეფი ოთარ ფარცხალაძესთან დაახლოებული პირია.

„სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს საიტზე უწერია თვითონ, რომ მძიმე მეტალებს ვერ იკვლევენ და ჩვენ სწორედ მძიმე მეტალებთან გვაქვს საქმე. რაც შეეხება, იმას ვინ ვისი ახლობელია, საქართველოში ყველა ყველას ახლობელია. არ ვიცი რას ემსახურება ის, რომ ექსპერტიზა იჭიმება, იწელება გაუთავებლად. კიდევ ათი წელი უნდა იყოს ეს პროცესები? რა ხდება საერთოდ? სამხარაულის ექსპერტიზის მიმართ როგორი ნდობა უნდა მქონდეს? მე არავის ნდობა აღარ მაქვს უკვე. ძალიან მიკვირს, მიხეილ სააკაშვილმა შესწირა ამ ქვეყანას თავი და რა მიიღო?! კვლევა ჩაუტარეს ყველაზე კარგ ლაბორატორიაში და ყველაზე მაღალი პროფესიონალიზმით ცნობილი ტოქსიკოლოგი წერს თავის ინტერპრეტაციას. ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს. უცხოელი ექიმების დასკვნაში პირდაპირ წერია მძიმე მეტალები და დასახელებულია დარიშხანი და ვერცხლისწყალი“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა