გლდანის გამგეობამ წინასაახალწლო ღონისძიება ჩაატარა

გლდანის გამგეობამ, ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, რაიონში მცხოვრები მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს ახმეტელის თეატრში უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, წინასაახალწლო განწყობის შესაქმნელად ბავშვები სპექტაკლ ,,თოვლის დედოფალს“ დაესწრნენ, რის შემდეგაც მათ თოვლის ბაბუასთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და საჩუქრები გადაეცათ.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ღონისძიებას ჯამში, 600 ბავშვი დაესწრო. ასევე, სპექტაკლს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად დაესწრო და პატარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო