გიორგი ტყემალაძეს მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის საპატიო მედალი გადაეცა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ტყემალაძეს ქართულ-აზერბაიჯანული კულტურული ურთიერთობის სიმბოლო, მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის საპატიო მედალი გადაეცა. დაჯილდოება დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

„ღონისძიების გახსნისას საკრებულოს წევრმა ნინო რუხაძემ განაცხადა, რომ მირზა ფათალი ახუნდოვი თბილისის მულტიკულტურალიზმის ერთ-ერთი სიმბოლოა და ამ სიმდიდრის შენარჩუნება-განვითარებაში თბილისის საკრებულოს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს.

საპატიო ჯილდო საკრებულოს თავმჯდომარეს მუზეუმის დირექტორმა ლეილა ალიევამ გადასცა და აღნიშნა, რომ მედალი, როგორც ქართულ-აზერბაიჯანული კულტურული ურთიერთობის სიმბოლო, მუზეუმის დაარსების 40 წლის იუბილესა და აზერბაიჯანელი დრამატურგის, საზოგადო მოღვაწისა და მწერლის 210 წლისთავთან დაკავშირებით დამზადდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„დღეს, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან მისიას ვასრულებ. მირზა ფათალი ახუნდოვი ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების სიმბოლოა, მისი მუზეუმი ჩვენი მეგობრობისა და სიყვარულია ადგილია, გიორგი ტყემალაძე კი ქართულ - აზერბაიჯანული ურთიერთობების დიდი მოამაგე და გულშემატკივარია“,- განაცხადა ლეილა ალიევამ ღონისძიებაზე.

თბილისის საკრებულოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საკრებულოს თავმჯდომარემ საპატიო ჯილდოს გადაცემისთვის ლეილა ალიევას მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ამ მედლის მიღება როგორც პირადად მისთვის, ისე თბილისის საკრებულოსთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა.

„როგორც პირადად ჩემი, ისე მთელი საკრებულოსთვის პატივია ამ ჯილდოს მიღება. ჩვენი ურთიერთობა მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმთან ყოველთვის გულწრფელია, ამ მუზეუმს დიდი როლი აკისრია ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების განმტკიცების საქმეში და მის სივრცეში იგრძნობა ის მეგობრობის ისტორია, რომელიც ჩვენს ორ ერს აკავშირებს“,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი წარმოადგენს კულტურულ ხიდს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. მირზა ახუნდოვის ცხოვრება მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან. 1834 წლიდან ახუნდოვი საცხოვრებლად სამუდამოდ გადმოვიდა თბილისში და სიცოცხლის ბოლომდე აქ მოღვაწეობდა.

ღონისძიებას საკრებულოს წევრები, დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში მოქმედი ეთნიკური უმცირესობების საბჭოსა და აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის წარმომადგენლები ესწრებოდნენ”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პაატა შეშელიძე  -  რუსეთისთვის  ამ კრიზისულ სავალუტო ვითარებაში ჩინეთი თავის თავზე იმუშავებს და არა რუსეთზე
დავით გოჩავა - ახლა ჩინეთმა თუნდაც „ჰონგ-კონგის პორტი“ ჩადგას ანაკლიაში, აზრი არ აქვს არაფერს - ევროპა „ანაკლიის პორტთან“, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი