„თიბისი“ კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ინფლაციის შემცირების დამატებითი არგუმენტები

ნოემბრის ფასების სხვადასხვა ინდექსი ინფლაციის მოდერაციის დინამიკას აჩვენებს. უფრო მეტიც, ექსპორტისა და იმპორტის შემთხვევაში, დეფლაციური დინამიკა უკვე მეორე თვეა რაც ფიქსირდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სამომხმარებლო კალათაში იმპორტული კატეგორიების ფასებზე სრული ასახვა, ჯერ კიდევ მოსალოდნელია.

„ადგილობრივი ინფლაციის კუთხით, მოდერაცია კვლავ უფრო მეტი დროითი ჩამორჩენითაა რეალისტური. ამ მხრივ, საყურადღებოა, რომ ნოემბრის რეალური ადგილობრივი ექსპორტის ზრდა, ოქტომბრის მსგავსად, კვლავ ნეგატიურია, რაც ეკონომიკის ზრდის დანორმალიზების დამატებითი არგუმენტია.

„თიბისი“ კაპიტალის მოკლევადიანი პროგნოზირების მოდელის მიხედვით, დეკემბერში, სეზონური ფაქტორების გამორიცხვით, მცირე, მაგრამ ყოველთვიური დეფლაციაა მოსალოდნელი. აღსანიშნავია, რომ პროგნოზი ნოემბერშიც ანალოგიური იყო, მაგრამ ფაქტობრივი მაჩვენებელი შედარებით უფრო მაღალი აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, ყოველთვიური ინფლაციის დინამიკა მაინც მნიშვნელოვან დასტაბილურდა, რაც ეტაპობრივად, წლიურ ინფლაციაზეც აისახება.

ამ ფონზე, წინა კვირაში საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ და რაც შედარებით შერბილებული კომუნიკაციის ტონი, იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ლარის განაკვეთები მიმდინარე პერიოდის პიკზეა და შემცირება უკვე მომდევნო თვეებშია მოსალოდნელი. საყურადღებოა, რომ ლარის შემოსავლიანობის მრუდი ბოლო პერიოდში კიდევ უფრო შებრუნებულია, ანუ განსაკუთრებით ორწლიან პერიოდში, რაც უფრო მეტია ვადიანობა, მით უფრო ნაკლებია საპროცენტო განაკვეთი. ეს ბაზრის მონაწილეთა მხრიდან ლარის განაკვეთების შემცირების გაზრდილ მოლოდინებზე მიუთითებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გაეცანით პუბლიკაციის ბმულზე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო