ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა ილია მეორეს მისალოცი წერილი გაუგზავნა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ინტერესების დამცველის, ილია ლომიას განცხადებით, ექსპერტიზის ჩატარებაზე დათანხმდებიან, თუ ნიმუშები საზღვარგარეთ გადაიგზავნება და პროცესში მათივე ექსპერტი ჩართული იქნება.

,,სამხარაულის ეროვნული ბიურო ფრჩხილისა და თმის ნიმუშებზე ექსპერტიზას ვერ ჩაატარებს. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია იყო ის, რომ ასეთი გამოკვლევები საზღვარგარეთ ჩატარდეს ჩვენი სპეციალისტის მონაწილეობით, თუ ასეთს საგამოძიებო სამსახური ჩაატარებს,”-განაცხადა ლომიამ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პატრიარქს წინასაშობაო მისალოცი ბარათი გაუგზავნა.

,,პატრიარქს ილია მეორეს მიმართა წერილით, ულოცავს დამდეგ შობა-ახალ წელს. წერილის შინაარსი არ ვიცი, მაგრამ მისალოცი ბარათი გაუგზავნა. შეწყალებასთან დაკავშირებით, ასეთი რამ არ განუცხადებია”,-აღნიშნა ლომიამ.

უფლებადამცველის თქმით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია.

,,მისი მდგომარეობა უცვლელია, თავს გრძნობს ცუდად, როგორც ყოველთვის უჭირს გადაადგილება, მაღალი ტემპერატურა აქვს და ასევე, საკვებს ვერ იღებს", - აცხადებს ლომია.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი