BAG ინდექსი - კადრების მოძიების პრობლემა გასულ წელთან შედარებით კიდევ უფრო გამწვავდა

2022 წლის მეოთხე კვარტლის BAG ინდექსის კვლევის შესაბამისად, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების 66% აღნიშნავს, რომ კადრების მოძიებისას მათ ექმნებათ პრობლემა და ეს მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 14.6 პროცენტით არის გაზრდილი.

ინფორმაციას ამის შესახებ ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

ასოციაციის ინფორმაციის თანახმად, გამოკითხულმა კომპანიებმა ძირითად პრობლემად აპლიკანტთა არასაკმარისი რაოდენობა, მათი მხრიდან მაღალი ხელფასის მოლოდინი და მათი შეუსაბამო გამოცდილება დაასახელეს. ამასთან, ბიზნეს ასოციაციის ცნობით, თუ 2021 წლის მე-4 კვარტალში კომპანიები კადრების დეფიციტის მთავარ მიზეზად აპლიკანტების არასაკმარის ცოდნის დონეს მიიჩნევდნენ, დღეს გამოკითხულთა 60.4% უმთავრეს ფაქტორად კადრების არასაკმარის რაოდენობას ასახელებს.

„უნდა აღინიშნოს, რომ ფაქტორებს შორის, აპლიკანტთა არასაკმარისი რაოდენობა ყველაზე ხშირად მომსახურებისა და მრეწველობის სექტორების მიერ დასახელდა, არასაკმარის რაოდენობასთან ერთად, აპლიკანტთა შეუსაბამო გამოცდილება - მშენებლობის სექტორის მიერ, ხოლო ვაჭრობის სექტორისთვის კადრების მოძიების სირთულე აპლიკანტთა მხრიდან მაღალი ხელფასის მოლოდინით არის გამოწვეული.

საგულისხმოა, რომ აპლიკანტთა არასაკმარის რაოდენობაზე საუბრისას, ასოციაციის წევრი კომპანიები გამოყოფენ იმ მიზეზებსაც, რაც აღნიშნულ პრობლემას იწვევს, კერძოდ, გამოკითხულ კომპანიათა 83.9%-ის მოსაზრებით, შრომით ბაზარზე კადრების დეფიციტი შრომითი რესურსის საზღვარგარეთ გადინებით არის გამოწვეული. აღსანიშნავია, რომ შარშანდელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 14.2 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.

ინფორმაციისთვის, BAG ინდექსის 2022 წლის მეოთხე კვარტლის კვლევა მომზადდა საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და PMC კვლევითი ცენტრის მიერ ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი