ლევან იზორია - მომავალ წელს ვარ ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი იმ სტრატეგიული მხარდაჭერის საფუძველზე, რომელიც ფედერალური კანცლერის მიერ იქნა გაცხადებული, რომ ევროპა არის ლისაბონიდან თბილისამდე

მომავალ წელს ვარ ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი იმ სტრატეგიული მხარდაჭერის საფუძველზე, რომელიც ფედერალური კანცლერის მიერ იქნა გაცხადებული, რომ ევროპა არის ლისაბონიდან თბილისამდე, - ამის შესახებ გერმანიაში საქართველოს ელჩმა, ლევან იზორიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარე წელს საქართველოს დელეგაციას გერმანიაში ნაყოფიერი შეხვედრები ჰქონდა, სადაც გაჟღერდა, რომ საქართველო რეკომენდაციების შესრულების შემდეგ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებს.

„წელს გვქონდა უმაღლესი დონის ვიზიტები გერმანიაში. გახლდათ პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და ამ ვიზიტების ფარგლებში დადებითად შეფასდა ის დინამიკა, რომელიც რეფორმების განხორციელების კუთხით გვაქვს. ითქვა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა იმ შემთხვევაში, როდესაც წარმატებით განვახორციელებთ რეფორმებს და ბუნებრივია, ის ისტორიული მონაპოვარი, რომელიც წელს გაცხადდა და რომელიც დაკავშირებულია ჩვენს ევროპულ პერსპექტივასთან, იქნება უკვე მომავალ წელს კონკრეტული ნაბიჯით გარდასახული ასევე პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში, რომელიც კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უკავშირდება.

ჩვენ დღეს სწორედ ამ სტრატეგიული მთავარი მიზნისთვის ვახდენთ ძალისხმევის მობილიზებას. მომავალ წელს ვარ ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი იმ განწყობების ფონზე, რომელიც გერმანიაში არსებობს, იმ სტრატეგიული მხარდაჭერის საფუძველზე, რომელიც ფედერალური კანცლერის მიერ იქნა გაცხადებული. კერძოდ იცით, რომ მან პრაღაში თქვა, რომ ევროპა არის ლისაბონიდან თბილისამდე,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო