საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს წელს 13 ქვეყანაში გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ წელს საქმიანი ტურიზმის 17 საერთაშორისო გამოფენასა და „როუდ შოუში“ მიიღო მონაწილეობა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საკონვენციო ბიურო კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად გერმანიაში, საფრანგეთში, პოლონეთში, ლიეტუვაში, ლატვიაში, ესტონეთში, უნგრეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, უზბეკეთში, ყაზახეთსა და ისრაელში გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობდა.

„საქართველოს შესახებ გამართულ პრეზენტაციებს საერთაშორისო წამყვანი კომპანიების ასობით წარმომადგენელი დაესწრო. გაიმართა ორმხრივი B2B შეხვედრები ქართულ და უცხოურ კომპანიებს შორის.

ღონისძიებებში მონაწილეობის პარალელურად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო ბიურომ წევრი კომპანიებისთვის ტრენინგები გამართა. სემინარებს საერთაშორისო ექსპერტები უძღვებოდნენ. ტრენინგებს 70-მდე კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო. წელსვე საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალის შესახებ საკონვენციო და საგამოფენო ბიუროსა და BOARDROOM-ის თანამშრომლობით სტატია მომზადდა. სტატიაში აღწერილია საქართველოში მდებარე ის სასტუმროები და საგამოფენო სივრცეები, სადაც დიდი ზომის კონფერენციების, შეხვედრების, კონგრესებისა და ფორუმების ჩატარებაა შესაძლებელი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა