საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა სამცხე-ჯავახეთის მმართველობისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა სამცხე-ჯავახეთის მმართველობისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა.

საქსტატის ინფორმაციით, შეხვედრა, რომელიც 23-24 დეკემბერს დაბა ბაკურიანში გაიმართა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ დაფინანსებული პროექტის - „მონაცემთა შეგროვების პროცესის გაუმჯობესება და ოფიციალური სტატისტიკის მიმართ ნდობის ამაღლება" ფარგლებში ჩატარდა.

„გასვლით სამუშაო შეხვედრას, რომელშიც მონაწილეობდნენ სამცხე ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ექვსივე მუნიციპალიტეტის ეკონომიკური და ფინანსური სამსახურების წარმომადგენლები, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ხელმძღვანელობდა.

ორდღიანი სამუშაო შეხვედრისას, მონაწილეები გაეცნენ საქართველოს სტატისტიკის სისტემის განვითარების ძირითად მიმართულებებს, საქსტატის მიერ შემუშავებულ პროდუქტებს, განვითარებულ სერვისებსა და სამომავლო გეგმებს. ასევე, განიხილეს სტატისტიკური მაჩვენებლების გაანგარიშების მეთოდოლოგიური თავისებურებები და მათ გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები. იმსჯელეს სხვადასხვა სტატისტიკურ ინდიკატორებსა და მონაცემთა საჭიროებებზე, დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს მუნიციპალიტეტების სტატისტიკურ მონაცემებთან დაკავშირებულ საჭიროებები და იმსჯელეს საქსტატის სამომავლო გეგმებში მათი ასახვის შესაძლებლობებზე.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 2022 წელს საქსტატმა სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებლებთან ხუთი შეხვედრა გამართა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი