დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეზე, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო.

ადვოკატის, ბექა ბასილიას თქმით, აღნიშნულ საქმეზე შემდეგი სასამართლო პროცესი მოსამართლის გადაწყვეტილებით 12 იანვარს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

"სასამართლო პროცესი მიმდინარეობს დაცვის მხარის გამოკვლევით. მოგეხსენებათ, ეს არის შერჩევითი მართლმსაჯულების მკაფიო ნიმუში, ე.წ. ,,პიჯაკების საქმე”, რომელზეც დაცვის მხარის მოწმედ გამოძახებულმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ სასამართლოს წინაშე ფიცის ქვეშ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.

რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო გადაიდო, რაც დასტურდება სამედიცინო პერსონალის მიერ გაცემული ცნობით. მისი დისტანციური ჩართვაც იმავე მიზეზით არ მოხდა.

ამ საქმეზე დაცვის მხარეს ჰყავს ძალიან მნიშვნელოვანი მოწმეები დასაკითხი. მათ შორის, მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები, ადამიანები, ვინც 2013 წლიდან იმავე წესით აგრძელებდნენ სახსრების ხარჯვას, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, რაც დოკუმენტალურად დადასტურებულია. თუმცა, ჩვენ უკვე ვნახეთ ერთი მაღალი თანამდებობის პირი, როგორ გაექცა სასამართლოს წინაშე სიმართლის თქმას”,- განაცხადა ბასილაიამ.

ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეზე, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო