კახა კალაძე ევროპარლამენტარების განცხადებებზე - საკუთარ თავზე, საკუთარ ოჯახის წევრებზე უნდა გამოცადონ ის, რასაც ხალხი განიცდიდა 9 წლის განმავლობაში, 2012 წლამდე

საკუთარ თავზე, საკუთარ ოჯახის წევრებზე უნდა გამოცადონ ის, რასაც ხალხი განიცდიდა 9 წლის განმავლობაში 2012 წლამდე, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპარლამენტარების განცხადებებს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების გარეშე, ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების შანსს დაკარგავს.

მისივე თქმით, საქართველოს 2012 წლის შემდეგ პოლიტპატიმრები არ ჰყოლია.

"მიხეილ სააკაშვილი არის კონკრეტული დამნაშავე, კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით, რაც ძალიან ცუდია. რა თქმა უნდა, არავის არ სიამოვნებს ის, რომ ყოფილი პრეზიდენტი იყო მთავარი იდეოლოგი, მთავარი შემოქმედი და შემქმნელი იმ საშინელი რეჟიმის, რაც ქვეყანაში ხდებოდა - ადამიანების კვლა, დახოცვა, ბიზნესის რეკეტი და როგორ ექცეოდნენ ადამიანებს საპატიმროში, ეს ძალიან კარგად იცით. მას აქვს კონკრეტული დანაშაულები ჩადენილი, რისთვისაც იხდის სასჯელს. შესაბამისად, ტოლობის ნიშნის დაყენება ევროკავშირში გაწევრიანებასთან კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ იმ გზას, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ საქართველო გახდეს სრულუფლებიანი წევრი იმ დიდი ოჯახის, რასაც ჰქვია ევროპა და ევროკავშირი. ევროინტეგრაცია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ბევრი კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, რეფორმები გასაკეთებელია და ამას გავაკეთებთ, მაგრამ იმ განცხადებებს, რასაც ჩვენ ვისმენთ არანაირი კავშირი არ აქვს არც ევროპასთან, არც ევროპულობასთან და არც დემოკრატიულ ღირებულებებთან.

საბედნიეროდ, საქართველოს 2012 წლის შემდეგ პოლიტპატიმრები არ ჰყავს - ჰყავს კონკრეტული დამნაშავეები, რომლებიც კონკრეტულ დანაშაულებზე იხდიან სასჯელს.

თუ ევროპარლამენტარებს, იმ კონკრეტულ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სურვილი მოგვევლინებიან ვითომ ჩვენი ქვეყნის, საქართველოს მხარდამჭერებად და ვითომ საქართველოს გულწრფელი მეგობრები არიან და რეალურად ვიცით რისი და ვისი მეგობრები არიან ეს ადამიანები, არ ვიცი როგორ უნდა უსურვო ეგეთი რაღაც ადამიანს - საკუთარ თავზე, საკუთარ ოჯახის წევრებზე უნდა გამოცადონ ის, რასაც ხალხი განიცდიდა 9 წლის განმავლობაში 2012 წლამდე. აბსოლუტურად ამაზრზენი და კატეგორიულად მიუღებელია ის განცხადებები, რასაც ჩვენ ვისმენთ. ამ ადამიანებს არ აქვთ ინფორმაცია და არ იციან რა ხდებოდა წლების განმავლობაში ქვეყანაში?! რა დამოკიდებულება იყო პატიმრების მიმართ, ბიზნესსექტორის მიმართ, ჩვეულებრივი ადამიანების მიმართ, ვისაც განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა, ტელევიზიების მიმართ, სიტყვის თავისუფლების და გამოხატვის მიმართ. ხომ ვიცით ეს ყველაფერი?! არ ვიცით, რა ვითარება იყო ქვეყანაში და დღეს რა მდგომარეობაა?!", - განაცხადა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო